სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2021 წლის 27 აგვისტოს №433 დადგენილებით განისაზღვრა" „2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).


დანართი: საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აგვისტოს N433 დადგენილება.