კონკურსი ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში მობილობისათვის

ცხადდება კონკურსი ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში მობილობისათვის საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის: ,,მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა განათლების სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ფარგლებში.

კონკურსის შედეგად შეირჩევიან სტუდენტები 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსი-ტეტში (1სემესტრიანი სასწავლო კურსი).
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდე-გი საბუთები:
• CV ინგლისურ ენაზე
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
• ნიშნების ფურცელი
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი)
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის). აღნიშნული დოკუმენტის არ მქონე სტუდენტებისათვის ჩა-ტარდება ტესტირება უნივერსიტეტში.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 8 ოქტომბერი
მისამართი: თამარ მეფის ქ., 59, აწსუ III კორპუსი, საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახური, V სართული, ოთახი 3504, ტელ.: 24 57 84