დავით აღმაშენებლის სახელობის სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021

2021 წლის დავით აღმაშენებლის სახელობის სტუდენტთა საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენციაზე ფუნქციონირებს შემდეგი სექციები:

1. საერთაშორისო ურთიერთობები
2. ციფრული ტექნოლოგიები
3. ეკონომიკა
⦁ კონფერენცია გაიხსნება 2021 წლის 14 დეკემბერს 11:00 საათზე. კონფერენციის ჩატარების ადგილი ქ. ქუთაისი (ან გაიმართება ონლაინ რეჟიმში ZOOM პლატფორმის მეშვეობით). კონფერენციის ჩატარების ადგილი გამოცხადდება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფბ.გვერდზე (პარტნიორი უნივერსიტეტების ოფიციალურ ვებ გვერდებზე) და ყველა მონაწილეს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონფერენციის დაწყებიდან სულ მცირე, ერთი კვირით ადრე.
⦁ კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომები და ფულადი ჯილდო:

I ადგილი 500 ლარი
II ადგილი 300 ლარი
III ადგილი 200 ლარი

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია და თეზისების მიღება (განაცხადის/აბსტრაქტის თანხლებით) იწარმოება 2021 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე. ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

აბსტრაქტის მომზადების ინსტრუქცია და ტექნიკური დეტალები იხილეთ აქ: http://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/13?fbclid=IwAR0yr3S6gQgG-b4FuAxlKTeHs4zs2KHxP_g6u_8CrFxszbtvVfdZAX6xls0
საკონტაქტო პირი: 598101060 სალომე ფუტკარაძე.