ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად INSA RENNES ინსტიტუტში, საფრანგეთი 2021-2022 სასწავლო წელი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს (სპეციალობები: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები).

სწავლების ენები - ფრანგული (B 2) ან ინგლისური (B 2).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე.
საჭირო დოკუმენტები:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)
3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
4. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
5. დიპლომის ასლი
6. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
7. სტუდენტის ცნობა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

საბუთების მიღება იწარმოებს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2021 წლის 22 ოქტომბრამდე
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504