აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტის მქონე პირველკურსელები დააჯილდოვეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო გრანტით ჩარიცხულ სტუდენტთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე, ფაკულტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საჩუქრები სახელმწიფო გრანტის მქონე ყველა სტუდენტმა მიიღო.
100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,ვი თი ბი ბანკი”, სადაზღვევო კომპანია ,,არდი” და ,,საქართველოს ბანკი” – ერთად საჩუქრები გადასცა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლისათვის 100%-იანი გრანტით – 7 , 70%-იანი გრანტით – 22, ხოლო 50%-იანი გრანტით 111 სტუდენტი ჩაირიცხა.