ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად - საინფორმაციო კამპანია აწსუ-ში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის ,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ელჩ ნიკ ბერესფორდს, შვედეთის ელჩის მოადგილეს/ განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელს საქართველოში ერიკ ილესის, ექიმი-ანესთეზიოლოგ ნიკა კაჭარავასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს უმასპინძლა.
სტუმრებმა დამსწრე აუდიტორიას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, მითებსა და რეალობაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,საიტერესო ღონისძიებაა. წარმომადგენლობითი სტუმრიანობაა უნივერსიტეტში. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არის სტუდენტებთან შეხვედრა. მათთან მიგვაქვს ინფორმაცია, რომ აცრა აუცილებელია. მოწოდებები არის ზოგადი, არ არის დაძალება. საბოლოო ჯამში მათ თავად უნდა გადაწყვიტონ და იმედია, ყველა გადაწყვეტს სწორად“,- აღნიშნა უნივერისტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.
კამპანიას, ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, დანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით ახორციელებენ.