ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად აწსუ პერსონალისათვის ტრენინგ კურსებზე გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის პერსონალს. მიმართულებები: საერთაშორისო მობილობის მენეჯმენტი, ბიბლიოთეკები, ინტერნაციონალიზაცია და IT.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2).

მობილობის ხანგრძლივობა 5დღე.
საჭირო დოკუმენტები:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამუშაო ადგილიდან
4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

ჩამოთვლილი საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ნოემბერი
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში

ასევე 2021 წლის 22 ოქტომბრამდე სავალდებულოა ონლაინ აპლიკაციის შევსება შემდეგ მისამართზე: https://oficinavirtual.ugr.es/ai/index.jsp
(ინსტრუქცია: click on Acceder como invitado go to the second page, and choose the option Solicitud PAS/PDI - IN / Apply for UGR. Then click on New User: Staff Training Week, fill in the details and save.)
დაწვრილებითი ინფორმაცია ტრენინგ კურსებისა და თარიღების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: https://internacional.ugr.es/pages/perfiles/pas/staff-training-week?lang=en
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504; ტელ.: 431 245784