აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული წიგნების გამოფენა გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული წიგნების Pop up გამოფენა - ,,გერმანული მრავალფეროვანი ენაა" გაიხსნა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნებიც.
გერმანული წიგნების Pop up გამოფენის გახსნას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
დაინტერესებულ პირებს წიგნების დათვალიერება, აწსუ საბიბლიოთეკო კორპუსში, 31 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შეეძლებათ. გამოფენის დასრულების შემდეგ მათი ნაწილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა.
გერმანული წიგნების გამოფენა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალის, გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ურთიერთთანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.