ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული „Vanke School of Public Health“- ის ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა (International Master of Public Health Program)

ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული „Vanke School of Public Health“- ჩინეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში, აცხადებს ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას (International Master of Public Health Program).
ჩინეთის ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას (IMPH) „ჩინეთის ბრწყინვალების ახალგაზრდული სქემის“ ფარგლებში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა (სწავლება ინგლისურ ენაზე) მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს განვითარებად სამყაროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ლიდერების ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობაში.

ჩინეთის მთავრობის აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა, ჩინეთის განათლების სამინისტროსთან ერთად, ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ საერთაშორისო მოგზაურობისა და კაპმუსზე ცხოვრების ხარჯებს.

სასწავლო სტიპენდია გათვალისწინებულია 2-3 პოტენციური სტუდენტისთვის, სრული 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართის სახით ან შემდეგ ბმულზე