აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა

ჩვენ ერთნი ვართ! - ამ დევიზით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ტრადიციულად შეუერთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ქუთაისში, საქველმოქმედო ასოციაცია ,,მოწყალებას" ესტუმრა და მათი ბენეფიციარებისთვის საჭირო საჩუქრები გადასცა.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დღის აღნიშვნას მეათე წელია უერთდება.