2022 წლის 17 ივნისს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მოხდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმის შესაბამისად, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანს წარმოადგენს საქართველოში: ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა, განათლების საერთო ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა, განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2022 წლის 3 მაისს ტყიბულის მნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლაში (დირექტორი ირინა ბერეკაშვილი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ტყიბულის მნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლა.

2022 წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა ევროპის უნივერსიტეტის მკვლევართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. კვლევა ეხება ევროპული ღირებულებების სწავლებას საქართველოს სკოლებში.

2022 წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (დეკანი ნანა შონია) და პედაგოგიური ფაკულტეტეტის (დეკანი მამული ბუჭუხიშვილი) ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა ღასან ხალილმა, გაიმართა ღია ლექცია თემაზე; „ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა“.

2022 წლის 19 აპრილს ხარაგაულის მნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში (დირექტორი ვერა ოდიკაძე) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ხარაგაულის მნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა.