აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის ,,საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ტექსტი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი საგრანტო პროექტის USAID/RTI(სამმხრივი მიმართულების კვლევითი ფილიალი საქართველოში)- "საბაზისო განათლების პროგრამაში" 2020 წლიდანაა ჩართული და ხორციელდება "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების" თემატიკაზე საჯარო სკოლების დირექტორთა და ლიდერ მასწავლებელთა გადამზადება იმერეთის 373-ვე საჯარო კოლაში.

პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამის გრანტების მენეჯერი ნიკა ჩაჩხიანი და პროგრამის ხელმძღვანელი, გია ნოზაძე სტუმრობდნენ.
მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა ნატო ქობულაძემ უმასპინძლეს.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები ტრენერთა გუნდთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთა მიზანი იყო პროექტის მიმდინარე პროცესის შეფასება და ბიზნეს სექტორის ჩართულობისა და როლის გამოკვეთა საგანმანათლებლო სისტემაში. კერძოდ, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისათვის სამეწარმეო და ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.