აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე დაფუძნებული პერიოდული სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „ელემენტარული მათემატიკა“ პირველი ნომრის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 16 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ (შალვა კირთაძე - რექტორის მოადგილე, მამული ბუჭუხიშვილი - პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ვლადიმერ ადეიშვილი - პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჟურნალის რედაქტორი, ივანე გოქაძე - ჟურნალის მთავარი რედაქტორი) ჟურნალის პრეზენტაცია გამართეს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლასა და სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლაში.

ჟურნალის ძირითადი მიზანია, სკოლის მოსწავლეებში პოპულარიზაცია გაუწიოს მათემატიკას, მისცეს მათ საშუალება გაეცნონ როგორც სტანდარტული ასევე არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს, თეორემებს და ასევე პრაქტიკული ამოცანების დახმარებით, დახვეწონ ამოცანების ამოხსნის ტექნიკა და შეიძინონ ესოდენ საჭირო გამოცდილება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ, გარდა მოსწავლეებისა, ჟურნალი საინტერესო უნდა აღმოჩნდეს მასწავლებლებისთვის, ვინაიდან ჟურნალში არსებული მასალა, ხშირად მათთვისაც საინტერესო, ღირებული და ახალი იქნება, ამასთან ეს იქნება შანსი ყველა, საჯარო, თუ კერძო სკოლის მასწავლებლისთვის, ფართო საზოგადოებას გააცნონ, მათ მიერ დამუშავებული სხვადასხვა საინტერესო მათემატიკური თემა და სხვა მათი კოლეგებისთვის თავად გახდნენ ინფორმაციის წყარო.
ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჟურნალის ყოველ ნომერში იქნება რუბრიკა „საკონკურსო ამოცანები“ გათვლილი ყველა კლასის მოსწავლეთათვის. კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს კონკურსში და მისი კლასის შესაბამისი ამოცანების ამოხსნის მისეული ვერსიები გამოაგზავნოს (შესაძლოა ამოხსნა გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ამოცანის), შესაბამისად კონკურსში მონაწილე მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება მათ მიერ სწორად შესრულებული ამოცანების რაოდენობა და შესაბამისად, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ წამახალისებელი, სამახსოვრო საჩუქრები.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.