საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდ (unicef) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრი, ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად. (დანართი 3) მუხლი 2.5 პუნქტი 2-ით გათვალისწინებულია, ტრენინგისა და სემინარების ჩატარება, უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების, მომავალი პედაგოგებისთვის ყველა სფეროში ცოდნის მყარი საფუძვლის შესაქმნელად, მათ შორის: კონკრეტული საგნობრივი ცოდნა, პედაგოგიური ცოდნა (ე.ი. კონკრეტული საგნის სწავლებისა და სწავლის პროცესების ცოდნა) და პედაგოგიკის ზოგადი ცოდნა (ე.ი. სწავლებისა და სწავლის ზოგადი თეორიის ცოდნა, რომელიც სხვადასხვა საგნებისთვის საერთოა). სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონლაინ/ციფრული პლატფორმების, პროგრამების და რესურსების გამოყენებით სწავლებისა და სწავლის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე:

2022 წლის 22-23 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშის უფლებების ცენტრში გაიმართა Erasmus+ საგრანტო პროექტის ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიისათვის (CISI) სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერისტეტის წარმომადგენლები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

2022 წლის 17 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში, გაიმართა შემაჯამებელი ტური, ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკუსში მონაწილე სკოლებისათვის.

2022 წლის 21 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ, ღასან ხალილის წიგნის, „ბავშვის უფლებები-ისტორიული ევოლუცია“ პრეზენტაცია.

პედაგოგიური ფაკულტეტი 2022 წლის 25-26 ივნისს ატარებს X საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“, მიძღვნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილისადმი.