ამჯერად იუნისეფის ორგანიზებით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და საქართველოს ბავშვის უფელბათა კოდექსის შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი უძღვებოდა. პროგრამის ფარგლებში პროფესორებისთის სემინარი ჩაატარა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრმა სოფო კილაძემ.

2021 წლის 1 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი. მემორანდუმის გაფორმების ღონისზიებას უმასპინძლა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ, რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ ხარძიანმა და რესურსცენტრის აპარატმა. შეხვედრას ესწრებოდა 34 სკოლის მოწვეული დირექტორი.

2021 წლის 30 მარტს გაიმართა UNICEF -ისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ეგიდით დაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მორიგი სამუშაო შეხვედრა. განხილული იქნა მემორანდუმის სამუშაო ვერსია, მუშაობა წარიმართა ცენტრის დებულებისა და მანდატის შემუშავებაზე. განისაზღვრა ცენტრის მიზნები და თუ რა მოსალოდნელ შედეგებზე შეიძლება გასვლა. მოხდა ვებგვერდისა და ცენტრის ლოგოს სამუშაო ვარიანტის განხილვა, რომელიც უნდა შეთანხმდეს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ცენტრალურ ოფისთან.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივრსიტეტი აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რეგიონის რესურცენტრებთან და სკოლებთნ. 2021 წლის 24 მარტს მემორანდუმი გაფორმდა ვანის მუნიციპალიტეტის 31 სკოლასთან. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს როლანდ კოპალიანს, პრორექტორ შალვა კირთაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანს მამული ბუჭუხშვილს და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ვლადიმერ ადეიშვილს უმასპინძლეს ვანის მუნიციპალიტეტის რესურცენტრის უფროსმა ივანე კორძაძემ, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა გოჩა ქუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ. შეხვედრას ესწრებოდა 31 სკოლის მოწვეული დირექტორები. შეხვედრა გაიმართა ვანის მეორე სკოლაში, სკოლის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა გულითადი დახვედრა მოუწყვვეს სტუმრებს.