საბაკალავრო პროგრამა „მენეჯმენტი“-ს ხელმძღვანელი, ასიცირებული პროფესორი ლალი ხარბედია, აქტიურადაა ჩართული მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის პროცესში. მან მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მეორედ მიიღო მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ ბიზნესისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვაში, რომელიც COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით, გაიმართა ქ. ფოთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავების აქცია. მასში ჩართული იყვნენ ასევე ფოთის N4 საჯარო სკოლისა და ფიზიკა- მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ფოთის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტისა და, შესაბამისად, ფოთის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ორიენტირებულია „მენეჯმენტის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგის საერთაშორისო კონტექსტთან შესაბამისობაზე, პროგრამის ფარგლებში III და IV სასწავლო წლის სტუდენტთა აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მათი ჩართულობა.

17 მაისს  საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის ნავიგაციის  სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ  საერთაშორისო კონფერენციაზე.