განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2020 წლის 24 ივლისს გაიმართა მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე განხორციელებადი მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლალი ხარბედია.

დარგობრივი მახასიათებელი არის დოკუმენტი, რომელიც ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს აკავშირებს საგანმანათლებლო პროგრამასთან და აღწერს იმ მინიმალურ სწავლის შედეგებს, რომელსაც უნდა მიაღწიოს დარგის კვალიფიკაციის მფლობელმა. ის დიდ დახმარებას გაუწევს ხელმძღვანელებს პროგრამის შემუშავებისა და განვითარების პროცესში. ამასთან უსდ არის თავისუფალი თავად განსაზღვროს პროგრამის დეტალური შინაარსი და სწავლა სწავლების მეთოდები.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.