საინფორმაციო, გაცნობითი შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან

12 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა გამართა საინფორმაციო სახის შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან. შეხვედრისას სამსახურმა სტუდენტებს გააცნო კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობები, ასევე აცნობა უნივერსიტეტში მიმდინარე ტრენინგების, სემინარების და ვორქშოპების შესახებ. გააცნო ტუტორთა აქტივობის შესახებ და მოუწოდა აქტივობაში მონაწილეობის შესახებ. სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ და მოუწოდა მონაწილეობისაკენ.

დასასრულს შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სამსახურმა გამოავლინა სტუდენტთა საჭიროებები.
შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.