პირადი კარიერის დაგეგმვა დაგეხმარებათ მიზნების, ღირებულებების და უნარების განსაზღვრაში. მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ სამუშაოს ძებნას თუ უკვე დასაქმებული ხართ და პოზიციის გაუმჯობესება გსურთ, კარიერული ზრდის გეგმის ქონა არის ყველაზე საიმედო გზა თქვენი კარიერული წინსვლისათვის.

სამუშაოს ძიების დაწყებისას თქვენ უნდა იცოდეთ ძირითადი კომპეტენციები და როგორ იყენებენ მათ დამსაქმებლები კონკრეტული როლისთვის თქვენი შესაბამისობის დასადგენად. ძირითადი კომპეტენციები წარმოადგენს იმ უნარ-ჩვევების ნაკრებს, რომლებიც თანამშრომლებს სჭირდებათ თავიანთი სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად. თქვენი განაცხადის ფარგლებში თქვენ უნდა წარმოაჩინოთ თუ როგორ აკმაყოფილებთ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ თითოეულ ძირითად კომპეტენციას.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში British Council-ის მიერ ინიცირებულ პროექტ „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში ჩართულ ინგლისის პარტნიორი ორგანიზაცია STEAMhouse-ის ტრნეტების მიერ აწსუ-ს სტუდენტებისათვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება ტრენინგი ეფექტიანი გუნდური მუშაობა.

მნიშვნელოვანია, გქონდეთ პროფესიონალური რეზიუმე, რომელიც ადვილად იკითხება და წარმატებით გამოკვეთს თქვენს უნარებსა და გამოცდილებას, მაგრამ რეზიუმეს შექმნისას დარწმუნდით რომ სწორად ამახვილებთ ყირადღებას თქვენი პროფესიული საქმიანობის შესაბამისად.

12 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა გამართა საინფორმაციო სახის შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან. შეხვედრისას სამსახურმა სტუდენტებს გააცნო კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობები, ასევე აცნობა უნივერსიტეტში მიმდინარე ტრენინგების, სემინარების და ვორქშოპების შესახებ. გააცნო ტუტორთა აქტივობის შესახებ და მოუწოდა აქტივობაში მონაწილეობის შესახებ. სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ და მოუწოდა მონაწილეობისაკენ.