პირველად დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომ რთულ სიტუაციაში შევძლოთ ადამიანების დახმარება და მათი სიცოცხლის გადარჩენა.

პირველად დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომ რთულ სიტუაციაში შევძლოთ ადამიანების დახმარება და მათი სიცოცხლის გადარჩენა.

British Council-ის მხარდაჭერით, Advantage Creative-ის და Creative Solution-ის ჩართულობით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU-ის; მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის; სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ორგანიზებით და ინიციატივით 2021 წლის 11 აპრილს ჩატარდა ონლაინ ჰაკათონი.

 ონლაინ ჰაკათონის მარათონში მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც  გაერთიანდნენ ჯგუფებად და წარადგინეს თავიანთი ინოვაციური ხედვა არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მიმდინარე წელს ჰაკათონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, კერძოდ მონაწილეები ჟიურის წინაშე წარსდგნენ ონლაინ ფორმატში.

აწსუ-ს საუკეთესო იდეების ავტორებად დასახელდნენ:

ანანო ჩინჩალაძე- ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
გიორგი კვინიკაძე - აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი;
ანა ფერაძე - აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი;
თამარ ძიძავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
ნათია გრძელიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ჰაკათონის მონაწილეებს და მიულოცეს წარმატება.




23 აპრილს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრს. შეხვედრა წარმართა  სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრის წარმომადგენელმა - ეკა ლეჟავამ, რომელმაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის სფეროების შესახებ და ასევე გააცნო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ვაკანსიები.