2020 წლის 20-21 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის “ჯანსაღი საკვების წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიების შემუშავება ბოცვრის ხორცის გამოყენებით“ ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ``საკვები პროდუქტების წარმოების აქტუალური პრობლემები და თანამედროვე ტექნოლოგიები”.

10 დეკემბერს, საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა მარსელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დმიტრო კანდასკალოვი, რომელმაც დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს (საბაკალავრო პროგრამა: გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგია, (საბაკალავრო პროგრამა: ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია) გააცნო მარსელის უნივერსიტეტის თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები და კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა DFT გამოთვლების გამოყენებას ქიმიასა და ტექნოლოგიებში.

2019 წლის 30 ივნისს საინჟინრო–ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა თავის კურსდამთავრებულებისათვის უნივერსიტეტიდან გაცილების ცერემონია ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე იზეიმეს. საზეიმო ღონისძიება დაემთხვა ახალციხის ტრადიციულ ზეიმს – ახალციხელობა – 2019, რომელსაც ქალაქი და რეგიონი ქართული ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო რეწვის ფესტივალითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. უნივერსიტეტის მანტიებით შემოსილებმა სტუდენტებმა იქ მყოფი საზოგადოების (განსაკუთრებით უცხოელების) ყურადღება დაიმსახურა.

2019 წლის 14-15 ოქტომბერს პარიზში ჩატარდა 24-ე მსოფლიო კონგრესი „Food and Nutrition“, რომელიც ეძღვნებოდა “საკვებისა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს უკეთესი მომავლისათვის“.

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, უკვე მეხუთედ, კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს უკრაინაში, კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე “PECHERSKI KASHTANY“ – 2019.