2018 წლის 19-21 ივლისს იმერეთის მხარის მენიერთა კავშირი „სპექტრი“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით აწყობს სამდღიან საზაფხულო ბანაკს Upcycling Academy, რომელიც მიზნად ისახავს რეციკლირების დარგში პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას.

ტესტი

2017 წლიდან ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად ჩაერთო  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამით“ გამოცხადებულ კონკურსში. აღნიშნული ქვეპროგრამის მხარდაჭერით, 2017 წელს იმერეთის რეგიონის 15 საჯარო სკოლაში  განხორციელდა  ორი სასწავლო კურსი:  შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; ავეჯის დიზაინი და დამზადება.

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრებმა უკრაინაში, ქ. კიევში გამართულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა, სამი ნომინაციიდან სამი საპრიზო ადგილი დაიმსახურა: ბატიკა - პირველი ადგილი (პედაგოგი ანზორ გვეტაძე), ფეხსაცმლის კოლექცია - მეორე ადგილი, დოქტორანტი მარიკა ხარაბაძე, ტანსაცმლის კოლექცია - მეორე ადგილი, თეკლა ტყავაძე (პედაგოგი ხათუნა დარსაველიძე).

ტესტი

2017 წლიდან ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად ჩაერთო  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამით“ გამოცხადებულ კონკურსში. აღნიშნული ქვეპროგრამის მხარდაჭერით, 2017 წელს იმერეთის რეგიონის 15 საჯარო სკოლაში  განხორციელდა  ორი სასწავლო კურსი:  შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; ავეჯის დიზაინი და დამზადება.

2018 წლის 30 მაისს, უნივერსიტეტის სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ღია ცის ქვეშ დეფილე მოაწყო, რომელშიც წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრები, როგორც ძველი ისე ახალი კოლექციებიდან.