ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „გეოგრაფია“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ციცინო დავითულიანი) 2021 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „ბიოლოგია“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნათია ღაჭავა) 2021 წლის 5 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

7 დეკემბერს დილის 10 საათზე შედგება სტუდენტთა რესპუბლიკური online კონფერენცია - ახალი ინვაზიური მავნებლები - ეროვნული გამოწვევა. სადაც მოხსენებას აკეთებენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია) სპეციალობის სტუდენტები. 

7 დეკემბერს შედგა სტუდენტთა ეროვნული online კონფერენცია - „ახალი ინვაზიური მავნებლები - ეროვნული გამოწვევა“. სადაც მოხსენება „პომიდორის მენაღმე ჩრჩილის Tuta absoluta (Lepidoptera: Gelechiidae) პოპულაციის შეფასება პომიდვრის ღია ნათესებსა და სათბურებში“ გაკეთეს აწსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია) სპეციალობის სტუდენტებმა ანი სანიკიძემ და ხატია ხარაზიშვილმა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აწსუ რექტორმა ბ-ნმა როლანდ კოპალიანმა.

2020 წლის 13-14 ივლისს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე იგეგმება სტუდენტთა XXX კონფერენციის ჩატარება. კონფერენცია ჩატარდება online რეჟიმში. იმუშავებს ექვსი სექცია (მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია).

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.