ასოციაციის მიზნები
- დაამყაროს ურთიერთობა უნივერსიტეტსა და მის ყოფილ სტუდენტებს შორის;
- ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მშობლიური უნივერსიტეტის ცხოვრებაში;
- ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ავტორიტეტის გაზრდას, (ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი ტრადიციების, ისტორიისა და თანამედროვე მიღწევების შესახებ);
- ხელი შეუწყოს აბიტურიენტებისა და ფულადი სახსრების მოზიდვას;
- აწსუ ფაკულტეტებზე კურსდამთავრებულთა კავშირების დაარსება, რაც ითვალისწინებს აწსუ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ქსელის შექმნას.