ისტორია
აწსუ კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა 2001 წლის მარტში. 1999-2001 წლებში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა ევროკავშირის „ტემპუს-ტასისის“ საგანმანათლებლო პროექტში (№CP_20057-98), რომლის სახელწოდება იყო „უნივერსიტეტის მართვის სისტემის სრულყოფა – ქსუ“. პროექტის კოორდინატორი იყო უელსის უნივერსიტეტის ნიუპორტის კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი). კონსორციუმში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შედიოდა ეინდჰოვენის ფონტისის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები). 2001 წლის მარტში ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელზეც მოხდა ასოციაციის საზეიმო დაფუძნება.
2001 წლის 8 დეკემბერს მოეწყო ქსუ კურსდამთავრებულთა ასოციაციის პირველი საზეიმო შეკრება, რომელიც დააფინანსა „ტასისის“ ინფორმაციებისა და კომუნიკაციების პროგრამამ TICP.
ასოციაციის ხელმძღვანელია ნათია ოდილავაძე.