ბეჭდვა
24/05/2010
2010 წლის 4-5 ივნისს აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყობა ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა მეოთხე რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქართველური ენათმეცნიერების პრობლემები"
კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ წასაკითხი მოხსენების თეზისები 2 გვერდის მოცულობით (A4, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5) და პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სპეციალობა, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, მისამართი).
მისამართი: kutaisiskonferencia@gmail.com
საკონტაქტო ტელეფონები:
857 100-897 (მზექალა)
893 28 81 12 (ხატია)
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2009 წლის 28 მაისი
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტთან არსებული ექსპერტთა საბჭო განიხილავს წარმოდგენილ თეზისებს. კონფერენციაზე არ მიიღება ისეთი მოხსენებები, რომლებიც არსებითად სცილდება კონფერენციის თემას.
სასურველია კონფერენციაზე წარმოდგენილი თითოეული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ჯგუფს თან ახლდეს ერთი მეცნიერ-ხელმძღვანელი.
კონფერენციაზე მონაწილე სტუდენტთა და მეცნიერ-ხელმძღვანელთა დაბინავებასა და კვებას უზრუნველყოფს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.
პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტი