ბეჭდვა

05/06/2010

დიდი პოეტის 170 წლის  იუბილეს აღნიშვნა ქუთაისიდან დაიწყო. 2 ივნისს  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში  აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის სამსახური იყო.
იუბილეზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული თეატრის ლიტერატურული მონო სპექტაკლი (რეჟ. თორნიკე მარჯანიშვილი), რომელშიც უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებმა აგრეთვე წაიკითხეს გ. ტაბიძის პოემა „აკაკი წერეთელი“.
უნივერსიტეტის ეზოში აკაკი წერეთლის ძეგლთან შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფ. გიორგი ონიანი.
საღამოზე აგრეთვე შედგა აკაკი წერეთლის საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი: (+995 331) 4 57 84
ფაქსი: (+995 331) 4 38 33
© აწსუ, 2008 | WebMaster სერგი ჯიშკარიანი