ჯანდაცვის ფაკულტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი შეიქმნა 1995 წელს. დიპლომირებული მედიკოსების მომზადება ფაკულტეტზე ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამებით. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან კვალიფიციური პედაგოგიური კადრები: 7 სრული პროფესორი, 12 ასოცირებული პროფესორი და 12 ასისტენტ-პროფესორი. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი სექტორი. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ინტენსიურად თანამშრომლობენ: გერმანიის, უკრაინის, ბალტიისპირეთისა და რუსეთის წამყვან სამედიცინო სკოლებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.
ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, საქართველოს გარდა, წარმატებით ეწევიან პროფესიულ საქმიანობას უკრაინის, ისრაელის და რუსეთის სამედიცინო ცენტრებში.
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსის (პრეკლინიკური ციკლი) პარალელურად, რომელიც უნივერსიტეტში ტარდება, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები კლინიკური ციკლის  პრაქტიკას გადიან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, მრავალპროფილიან საბაზისო კლინიკებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველო, ქუთაისი , თამარ მეფის № 59
ტელეფონი: (8 231) 4 47 82 ფაქსი: (8 231) 4 38 33