საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა 2006 წელს ყოფილი ისტორიის, იურიდიული და ეკონომიკის ფაკულტეტების ინტეგრირების შედეგად. მასში გაერთიანდა აგრეთვე ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები. დეპარტამენტების გარდა, ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ქუთაისის, აგრეთვე მისი რეგიონის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
დღეს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერთეულია უნივერსიტეტის შემადგენლობაში.
ფაკულტეტს ემსახურება 11 პროფესორი, 53 ასოცირებული პროფესორი, 13 ასისტენტ-პროფესორი.