,,თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიები”

ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის № FR/368/3-200/14 გრანტი, რომლის ფარგლებში 2017 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიები”.

 

პატივცემულო კოლეგებო!

2017 წლის 25 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიები”, რომელიც ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის № FR/368/3-200/14 გრანტის ხარჯებით.

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:


1. მცენარეული ექსტრაქტების ქიმია და ტექნოლოგია;
2. გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები;
3. თანამედროვე ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიები

კონფერენციის ჩატარების ადგილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი. №98.
კონფერენციის ჩატარების დრო - 2017 წელი, 25 ოქტომბერი.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური, რუსული.



კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა
2017 წლის 20 ოქტომბრამდე წარმოადგინოთ:

- სტატიის ტექსტის ელექტრონული ვერსია

ყურადღება! სტატია იგზავნება წინასწარ ელექტრონული ფოსტით. ერთი კვირის განმავლობაში ავტორი ღებულობს შეტყობინებას სტატიის მიღების შესახებ. ფაილს (სტატიას) უნდა ერქვას პირველი ავტორის გვარი და სექციის ნომერი (მაგ. abesadze-2).

საკონტაქტო პირი:
გიზო გორგოძე - ინჟინერიის და ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორი.
ტელ. (0431) 25-08-02, ტელ. 577-60-44-03
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ინგა ბოჭოიძე - პროფესორი, ქიმიური და გარემოსდაცვითი
ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ტელ. (0431) 23-28-39, ტელ. 577-13-18-28


მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის

• სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
• სტატიის ფაილს უნდა ერქვას პირველი ავტორის გვარი, აუცილებელია სექციის ნომერის მითითება (მაგ. abesadze-2).
• არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ.
• გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისათვის sylfaen. რუსული და ინგლისური სტატიებისთვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,15;
• სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
• ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმულიუნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
• პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (12 Pt, Bold);
• სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (11 Pt, Bold) ;
• მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (11 Pt, სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა*);
• სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
• სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი (11 Pt);
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა* (10 Pt);
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი);
• სტატიის მოცულობა 3-4 გვერდი;
• ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 2-სა;

* ლიტერატურის გაფორმება: წიგნების ან მონოგრაფიების გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; წიგნის ან მონოგრაფიის დასახელება; გამოცემის ადგილი; გამომცემლობის დასახელება; გამოცემის წელი, გვერდების რაოდენობა. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი; ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის და ა.შ.) დასახელება; პუბლიკაციის ადგილი; გამოცემის წელი; ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები.