კშიშტოფ სკუბიშევსკის (ვარშავა, პოლონეთი) 2018/2019 სასწავლო წლის სტიპენდიები მკვლევარებისათვის

კშიშტოფ სკუბიშევსკის ფონდი აცხადებს სტიპენდიების კონკურსს მკვლევარებისათვის.

სტიპენდია შესაძლებლობას გაძლევთ 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოოთ სამეცნიერო კვლევა ვარშავის უნივერსიტეტში ან პოლონეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში 3 თვის განმავლობაში. მიმართულებები: სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, უახლესი ისტორია.

სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის, მკვლევარებისთვის რომლებსაც დაცული აქვთ საკანდიდატო დისერტაცია ან აქვთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები. ასევე უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიღწევები დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

უპირატესობა მიენიჭებათ 40 წლამდე ასაკის კანდიდატებს რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. სასურველია პოლონური ენის ცოდნა.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 აპრილი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

ინგლისური ვერსია: http://www.skubi.net/apply
პოლონური ვერსია: http://www.skubi.net/konkurs
რუსული ვერსია: http://www.skubi.net/konkurs_ru

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.