გამომცემლობა არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი უნივერსიტეტის საგამომცემლო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონებით, უნივერსიტეტის წესდებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.გამომცემლობის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:ა) ავტორებისათვის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა;ბ) ოპერატიულობა;გ) ავტორთა თანასწორუფლებიანობა;დ) პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი.უნივერსიტეტის გამომცემლობის მიზანია:„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი უნივერსიტეტ...